დოკუმენტური

ჩართვა
მონსტრების თვე / Month of monsters (2014)
მონსტრების თვე / Month of monsters (2014)
ნაყურებია 1 271
ქვეყანა: აშშ
წელი: 2014
ჟანრი: დოკუმენტური
რეჟისორი: -
როლებში: -

მოკლე აღწერა: ამ დოკუმენტურ სერიალში ასახულია ჩვენი პლანეტის ყველაზე მსხვილფეხა მტაცებლების დაუვიწყარი ეპიზოდები. ბიოლოგი და წამყვანი ნაილ მაქენი, ნაკლებად ცნობილ ადგილებში მოგზაურობს, სადაც ეს საშინელი ცხოველები ბინადრობენ. ნაილი დაეხეტება მთის მასივებში, ყინულიან ჩრდილოეთის მიწაზე, საშინელ უდაბნოში და ეგზოტიკურ ტროპიკულ ტყეებში. და ყველაფერ ამას ის იმისთვის აკეთებს, რომ თქვენ გაგაცნოთ საშინელ მტაცებელთა და ურჩხულთა ამაზრზენი სამეფო...
ჩართვა
ინკვიზიციის საიდუმლოებანი. ჯადოქრები / Secrets of Inquisition. Witches (2002)
ინკვიზიციის საიდუმლოებანი. ჯადოქრები / Secrets of Inquisition. Witches (2002)
ნაყურებია 1 412
ქვეყანა: გერმანია
წელი: 2002
ჟანრი: დოკუმენტური
რეჟისორი: იან პეტერი
როლებში: სილვესტერ გროტი, დიტერ მანი, ოლივერ სთერნი

მოკლე აღწერა: შუა საუკუნეებში, ნებისმიერ ადამიანს, რომელიც უჩვეულო მაგიურ უნარს ფლობდა საშინელი სასჯელი ელოდა ქრისტიანული რელიიგისგან გონება შეზღუდული და კაცთმოძულე საეკლესიო ე.წ. "წმინდა მამების" შექმნილი ინკვიზიციისგან. კაცობრიობის ისტორია კარგად იცნობს ჯოჯოხეთის ამ მოციქულების სადისტურ ქმედებებს. ყველაფერ ამას ისინი, ქრისტეს სახელით აკეთებდნენ და მისი ქვეცნობიერი საფუძველი, მხოლოდ გონებაჩლუნგობა, ადამიანის ზიზღი და სიძულვილი იყო. ეს ბნელეთის მოციქული და ავად სახსენებელი ადამიანები, სიკეთის და სიყვარულის სახელით, ისეთ სისაძაგლეს სჩადიოდნენ, რომ ევროპელები ამ სამარცხვინო ლაქას ვერასოდეს ჩამოირეცხენ. გასაკვირი კია, ასეთი წარსულის მქონე მემკვიდრეები, დღეს დემოკრატიის ავანგარდებად რომ გვევლინებიან...
ჩართვა
გაველურებული ქალაქები / Worlds wildes city (2014)
გაველურებული ქალაქები / Worlds wildes city (2014)
ნაყურებია 1 295
ქვეყანა: აშშ
წელი: 2014
ჟანრი: დოკუმენტური
რეჟისორი: -
როლებში: -

მოკლე აღწერა: Animal Planet-ის ტელე დოკუმენტალისტებმა გამიოკვლიეს ბრაზილიის უვნაური ქალაქი მანაუსი. მათი ყურადღება, მთელი პერიმეტრის მანძილზე გაველურებულმა, ტროპიკული ჯუნგლების მასივმა მიიპყრო. მანაუსის მცხოვრებლები შეძრულნი არიან მათ ირგვლივ არსებული ტროპიკული, ველური არსებებით...
ჩართვა
მონადირე კაცი / Man Hunt (2011)
მონადირე კაცი / Man Hunt (2011)
ნაყურებია 1 342
ქვეყანა: ახალი ზელანდია
წელი: 2011
ჟანრი: დოკუმენტური
რეჟისორი: National Geographic
როლებში: -

მოკლე აღწერა: მამაცი მოგზაური ჰეიდენ თერნერი, გადაწყვიტს აფრიკასა და ავსტრალიაში გაეცნოს უჩვეულო, შეიძლება ითქვას, სხვადასხვა პირველყოფილ პრიმიტიულ ტომებს. ეს ადამიანები, თავიანთი ძველი კანონებით ცხოვრობენ. ისინი უარს ამბობენ ცივილიზაციაზე და ველური სრულყოფილ ჰარმონიაში საკუთარი პრინციპებით ცხოვრობენ.
ისინი ნადირობენ ისეთივე წესებით, როგორითაც მათი წინაპრები ნადირობდნენ. ნადირობისას გამოყენებენ მილის იარაღს, რომლითაც ისვრიან მოწამლულ ისრებს...
ჩართვა
მადაგასკარი: მიწა, სადაც ევოლუცია თავისი გზით მიემართებოდა / Madagascar: The land where evolution ran wild (2011)
მადაგასკარი: მიწა, სადაც ევოლუცია თავისი გზით მიემართებოდა / Madagascar: The land where evolution ran wild (2011)
ნაყურებია 1 229
ქვეყანა: დიდი ბრიტანეთი
წელი: 2011
ჟანრი: დოკუმენტური
რეჟისორი: მერი სამერილი
როლებში: -

მოკლე აღწერა: მადაგასკარის ნათელი კუნძულები. ისინი მნიშვნელოვნად არიან მოწყვეტილნი აფრიკასა და სხვა კონტინენტებს. ამიტომ, მისი შესწავლა ახალი დაწყებულია. მრავალი წლის განმავლობაში, აქ ადამიანის ფეხი არ დადგმულა, რაც ცხადია, კარგად ეტყობა ამ უნიკალური ადგილის ფლორასა და ფაუნას. აქ დღემდეა შემონახული იშვიათი სახეობები, რომლებსაც მხოლოდ მადაგასკარზე შეხვდებით...
ჩართვა
მონსტრი თევზი / Monster Fish (2009)
მონსტრი თევზი / Monster Fish (2009)
ნაყურებია 1 312
ქვეყანა: აშშ
წელი: 2009
ჟანრი: დოკუმენტური
რეჟისორი: National Geographic
როლებში: -

მოკლე აღწერა: რთული, საინტერესო და საშიში გამოცდა ელის წინ, წამყვან-ექსტრემალს, ზებ ჰოგანს, სათავგადასავლო პროექტში «მონსტრები ანკესზე». ის იხეტიალებს მძვინვარე მდინარეებისა და ზღვების სანაპიროებზე მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში - ჩრდილო და სამხრეთ ამერიკაში, აფრიკაში, აზიასა და ავსტრალიაში. მას მოუწევს წყლის სიღრმეებში მობინადრე უზარმაზარ, იდუმალებით მოცულ და დაუოკებელ ბინადრებზე ნადირობა...
ჩართვა
ველური რუსეთი / Wild Russia (2008)
ველური რუსეთი / Wild Russia (2008)
ნაყურებია 1 452
ქვეყანა: გერმანია
წელი: 2008
ჟანრი: დოკუმენტური
რეჟისორი: კრისტიან ბაუმეისტერი, ოლივერ გიოთცლი, ჰენრი მიკსი
როლებში: -

მოკლე აღწერა: რუსეთის ფედერაცია ყველაზე დიდ ტერიტორიას ფლობს, რომელიც დასავლეთიდან აღმოსავლეთით ათიათასობით კილომეტრზეა გადაჭიმული. ამიტომ, სრულებითაც არაა გასაკვირი, რომ აქ ბუნების ბევრი პირველქმნილი სურათები ვიხილოთ. ის მდიდარია უნიკალური ფლორითა და ფაუნით...
ჩართვა
ცხოველების მებრძოლთა კლუბი / Animal Fight Club (2013)
ცხოველების მებრძოლთა კლუბი / Animal Fight Club (2013)
ნაყურებია 1 637
ქვეყანა: აშშ
წელი: 2013
ჟანრი: დოკუმენტური
რეჟისორი: ჯეკი ფორსტერი
როლებში: -

მოკლე აღწერა: სერიალში ნაჩვენებია მხეცთა სამეფოს ცხოვრება და ურთიერთ ბრძოლები. აქ შევხვდებით ჩვენი პლანეტის არა მარტო მრისხანე გოლიათთა და ცნობილ მტაცებელთა ჩხუბის სცენებს, არამედ, მოულოდნელ წარმომადგენელთა ორთაბრძოლებსაც. მათ ერთმანეთში ბრძოლა უწევთ: სიცოცხლის გადარჩენისთვის, ტეროტორიისთვის, საწინააღმდეგო სქესისთვის... ეს ბრძოლები წარმოუდგენელი შედეგებით სრულდება და ადამიანის გონება ვერც კი წარმოიდგენს, თუ როგორ ინსტრუმენტებსა და ტექნიკას იყენებენ ისინი შერკინებისას. ამ უნარებით ცხოველები ბუნებამ დააჯილდოვა და აქ, უსამართლობის ფენომენს, ცხადია, ადგილი არა აქვს. ეს ბრძოლები სიცოცხლის გადარჩენისთვის წარმოებს!..
ჩართვა
საკრუიზო გემების დღიურები / Cruise Ship Diaries (2006)
საკრუიზო გემების დღიურები / Cruise Ship Diaries (2006)
ნაყურებია 1 180
ქვეყანა: დიდი ბრიტანეთი
წელი: 2006
ჟანრი: დოკუმენტური
რეჟისორი: National Geographic
როლებში: -

მოკლე აღწერა: კომფორტული, მდიდრული გემები აღჭურვილია ყველა შესაძლებლობით, რომ თქვენ ხანგრძლივად იმოგზაუროთ სხვადასხვა ქვეყნებში და კონტინენტებზე. ამიტომ, ინჟინრები, სანამ ააშენებდნენ საკრუიზო გემს, მთელ კომპლექსურ სისტემას შეიმუშავებენ:
კომუნიკაციები, მდიდრული კაიუტები, საცურაო აუზები, კომპლექსური ტექნიკური საშუალებები - საკონცერტო დარბაზები, სპორტული ობიექტები, მაღაზიები, და რა თქმა უნდა, უამრავი სივრცე სამზარეულოთი და რესტორნებით. არანაკლებ მნიშვნელოვანი მომენტია - გუნდი, რომელიც უზრუნველყოფს გემის კონტროლს, ისევე როგორც მომსახურე პერსონალი...
ჩართვა
თოფები, მიკრობები და მახვილი / Guns, Germs and Steel (2005)
თოფები, მიკრობები და მახვილი / Guns, Germs and Steel (2005)
ნაყურებია 1 519
ქვეყანა: აშშ
წელი: 2005
ჟანრი: დოკუმენტური
რეჟისორი: კასიან ჰარისონი, თიმ ლამბერთი
როლებში: პიტერ კოიტი

მოკლე აღწერა: შემეცნებითი პროექტის "Guns, Germs and Steel"-ის ავტორებმა, ცნობილი მეცნიერის ჯარედ დაიმონდის კვლევის საფუძველზე, შექმნეს დოკუმენტური სერიალი. გადაღებები აწარმოეს ხუთივე კონტინენტზე. ფილმი დამუშავებულია გრაფიკულად და მასში ასახულია უძველესი მსოფლიოს განვითარების ეტაპები. აღმოჩნდა, რომ ისტორიული მოვლენებისა და კაცობრიობის არათანაბარი განვითარება, ქვეყნების სხვადასხვაგვარი გეოგრაფიული მდებარეობითაა გამოწვეული...
ჩართვა
მეორე მსოფლიო ომის ელფერი / World War II in Color (2009)
მეორე მსოფლიო ომის ელფერი / World War II in Color (2009)
ნაყურებია 1 226
ქვეყანა: დიდი ბრიტანეთი
წელი: 2009
ჟანრი: დოკუმენტური
რეჟისორი: -
როლებში: რობერთ პაუელი, შარლდე გოლი, მაო ძედუნი, ჩესტერ უილიამ ნიმიცი, პაულ ფონ გინდენბურგი, დუგლას მაკარტირი, ერნსტ ბუში, ჰარი ს. ტრუმენი, არჩიბალდ უეიველი

მოკლე აღწერა: წარმოდგენილი დოკუმენტური სერიალი განეკუთვნება მეორე მსოფლიო ომის საარქივი ოქროს კოლექციას. 1939 - 1945 წლების სურათები თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით, ფერადი გამოსახულებითაა წარმოდგენილი. ამ სერიალში შესულია ადრე გასაიდუმლოებული კადრები, რომელთა სააშკარაოზე გამოტანამ მეორე მსოფლიო ომის მძიმე შედეგები კიდევ ერთხელ თვალნათლივ დაგვანახა...
ჩართვა
საბოლოო სტრუქტურები / Ultimate Structures (2011)
საბოლოო სტრუქტურები / Ultimate Structures (2011)
ნაყურებია 1 165
ქვეყანა: აშშ
წელი: 2011
ჟანრი: დოკუმენტური
რეჟისორი: ჰარვი გლეიზერი
როლებში: -

მოკლე აღწერა: National Geographic -ის სატელევიზიო არხმა შექმნა მეცნიერულ-შემეცნებითი დოკუმენტური სერიალი ყველაზე ცნობილ გემებზე, წყალქვეშა ნავებსა და თანამედროვე ჯარის სამხედრო ვერტმფრენებზე. სერიალი ავტორები მოელაპარაკნენ სხვადასხვა ქვექნების სამხედროს ტრუქტურების ხელმძღვანელობას, რის შედეგადაც, აქ წარმოდგენილ ზოგიერთ საბრძოლო ტექნიკაზე სპეციალური დაშვება მიიღეს. მაგალითად, წყლის ქვეშა ნავზე «ტეხასი». გადაიღეს სხვადასხვა სამხედრო სწავლება და სამაშველო მისიები...
ჩართვა
ექსტრემალური სახლები / Extreme Homes / Необычные дома (2012)
ექსტრემალური სახლები / Extreme Homes / Необычные дома (2012)
ნაყურებია 1 466
ქვეყანა: აშშ
წელი: 2012
ჟანრი: დოკუმენტური
რეჟისორი: -
როლებში: -

მოკლე აღწერა: დადგა დრო ახლებურად შევხედოთ ჩვენს ყოფას, საცხოვრებელ სახლებსა და ოთახებს. ამ სერიალში ნაჩვენებია ისეთი საცხოვრებელი სახლები, რომლებსაც ვერანაირად ვერ უწოდებ სტანდარტულს. აქ, ჩვენ ვერ ვნახავთ: ოთხკედლიან ოთახებს თავისი ჭერითა და სტანდარტული გეომეტრიით, ვერ ვნახავთ სტანდარტულ ავეჯს და სხვ. ყოველი ეპიზოდის გმირი, ეს არის უნიკალური სტრუქტურა, მისი არაჩვეულებრივი არქიტექტურა, გაფორმება და კიდევ ადგილმდებარეობა. აქ არავის უკვირს ბურთივით მრგვალი სახლი-ბუდე, რომელიც პირდაპირ ხეზეა აგებული. უცნაურად შეღებილი და გუმბათიანი ნაგებობა, რომელიც პრინცესას ციხე-სიმაგრეს მოგაგონებთ, ან ჰაუდის სტილში შესრულებული უცნაური ობიექტები...
ჩართვა
ადამიანის სხეული / The Human Body / Тело человека (1998)
ადამიანის სხეული / The Human Body / Тело человека (1998)
ნაყურებია 1 419
ქვეყანა: დიდი ბრიტანეთი
წელი: 1998
ჟანრი: დოკუმენტური
რეჟისორი: რიჩარდ დეილი
როლებში: ბეატრისი,ჰანელორა, ჯეფი, ფილიპა, ჯეი საიმონი, ვიოლა, პროფესორი რობერთ უინსთონი...

მოკლე აღწერა: ცნობილმა ბრიტანულმა სატელევიზიო კოორპორაციამ BBC -ი, შემოგვთავაზა უნუკალური შესაძლებლობა შევისწავლოთ ადამიანის სხეული შიგნიდან. ეს დოკუმენტური სერიალი მოგვცემს იმის საშუალებას, რომ თვალნათლივ ვიხილოთ ჩვენს ორგანიზმში მიმდინარე სასიცოცხლო პროცესები. ეს შესაძლებელი გახდა, სპეციალური მიკრო ვიდეოკამერების საშუალებით, რომლებიც შეიყვანეს ადამიანების ორგანიზმში. შემდეგ კი, გადაღებული მასალა დამუშავდა ყველაზე თანამედროვე კომპიუტერული გრაფიკის გამოყენებით...
ჩართვა
ჩიტების ცხოვრება / The Life of Birds (1998)
ჩიტების ცხოვრება / The Life of Birds (1998)
ნაყურებია 1 472
ქვეყანა: დიდი ბრიტანეთი
წელი: 1998
ჟანრი: დოკუმენტური
რეჟისორი: Joanna Sarsby
როლებში:

მოკლე აღწერა: ჩიტები, ფრინველები, ჯერ კიდევ ადამიანის გამოჩენამდე, ფრინავდნენ კონტინენტიდან კონტინეტზე. ისინი დედამიწის ყველაზე ცივ ადგილამდე - ანტარქტიდამდე აღწევდნენ. ჩიტებს ყველაზე ცხელ უდაბნოშიც შეუძლიათ ცხოვრება. ზოგიერთ მათგანს, რამდენიმე წელი შეუძლია ჰაერში ცხოვრება ისე, რომ დედამიწაზე ერთხელაც კი არ დაეშვება. თავისი ხანგრძლივი ევოლუციის მანძილზე, ისინი სხვადასხვა გარემო-პირობებში ცხოვრებას შეეჩვივნენ და ამიტომ მათი იერსახე, სხეულის აგებულება, ნისკარტი, ფეხები და სხეულის სხვა ნაწილები ერთმანეთისგან ძლიერ განსხვავდება. ეს სერიალი სხვადასხვა მხრიდან დაგვანახებს ჩიტების, ცის ამ უშიშარი დამპყრობლების ცხოვრებას. მრავალფეროვანი ჩიტები: ჰაერში და წყლის ზედაპირზე მონადირენი, უხილავი და ძლიერი, უცნაურები და სასაცილონი, მზად არიან გაგვიმხილონ თავიანთი საიდუმლო...
ჩართვა
ზვიგენის კვირა / Shark Week (2011)
ზვიგენის კვირა / Shark Week (2011)
ნაყურებია 2 429
ქვეყანა: აშშ
წელი: 2011
ჟანრი: დოკუმენტური
რეჟისორი: Discovery
როლებში: -

მოკლე აღწერა: ზღვის კბილბასრი მტაცებელი ზვიგენები, შიშის ზარს სცემენ არამარტო წყალქვეშა სამეფოს, არამედ ხმელეთზე მცხოვრებ ადამიანებსაც. ხშირად, ოკეანეთა და ზღვათა მკვლევარები, იძულებულები არიან რკინის გალიით დაიცვან თავი. Discovery -ის პროექტის, "ზვიგენის კვირა", წარმომადგენლები იკვლევენ ამ საშინელ, მაგრამ ძალიან იშვიათ არსებებს. როგორც აღმოჩნდა, ზღვის ეს მტაცებლები, ძალიან ჭკვიანები არიან და ეგუებიან სხვადასხვა პირობებს. მათი მოქმედებები და მანევრები, არც ისე უბრალოა, როგორც ეს თავდაპირველად შეიძლება მოგეჩვენოთ. ზვიგენები გამოცდილი მონადირეები არიან და მიჯრად მიწყობილ ბასრ კბილებთან ერთად, ამოუწურავი ენერგიისა და ამტანობის მარაგს ფლობენ. ისინი საკვების ძიებაში და გამრავლებისთვის შესაფერისი ადგილის პოვნისთვის, ძალიან დიდ მანძილს გადიან. ასე, რომ ეს საშიში ქმნილებები, ალბათ, ყველა ადამიანის ყურადღებას იმსახურებს, ვინც კი ზღვის ფაუნითაა დაინტერესებული...
ჩართვა
გასაკვირი ცხოველები / Wonder of Animals (2014)
გასაკვირი ცხოველები / Wonder of Animals (2014)
ნაყურებია 1 224
ქვეყანა: დიდი ბრიტანეთი
წელი: 2014
ჟანრი: დოკუმენტური
რეჟისორი: Discovery
როლებში: კრის პეკემი

მოკლე აღწერა: როგორი აგებულებისანი არიან ისინი? როგორ შეძლეს მათ იქ ცხივრება, სადაც სხვა სახეობებმა ვერ იარსებეს? როგორ გახდნენ ისინი ლდერები მათ საარსებო გარემოში? ამ საკითხებით დაინტერესდა კრის პეკემი და გადაწყვიტა მეცნიერული მეთოდოლოგიების გამოყენებით, ძირფესვიანად შეესწავლა ამ ცხოველების ანატომია, ფიზიოლოგია და მოქმედებები. აქ თქვენ იხილავთ ფლორისა და ფაუნის უმშვენიერეს კადრებს და საოცარ თავგადასავლებს...
ჩართვა
ჩიკი ნთქავს / Chic Eats (2006)
ჩიკი ნთქავს / Chic Eats (2006)
ნაყურებია 1 187
ქვეყანა: აშშ
წელი: 2006
ჟანრი: დოკუმენტური
რეჟისორი: ოლი სმითი
როლებში: -

მოკლე აღწერა: ამჯერად ტელე არხი "დისკოვერი", გადაცემათა ციკლში "ბრწყინვალე კვება", გვთავაზობს კულინარიულ თემატიკას. ის დეტალურად იკვლევს მსოხფლიოს სხვადასხვა ქვეყების სამზარეულოს. მაყურებელს მოუწევს რომის, ბარსელონას, ნიუ-იორკი და სხვა ქალაქების კულინარიული სამყაროს ხილვა. გაეცნობით ნაციონალურ სამზარეულოებს. კულინარიული ხელოვნების მოდურ ტენდენციებს თეორიებსა და სწორ კვებას. ცნობილი შეფ-მზარეულებისგან გაიგებთ საფირმო კერძების მომზადების საიდუმლოს. გაეცნობით ახალ ინგრენდიენტებს და მათ როლს კულინარიაში...
ჩართვა
ცხოვრება ვეფხვებთან / Tiger Man of Africa (2011)
ცხოვრება ვეფხვებთან / Tiger Man of Africa (2011)
ნაყურებია 1 107
ქვეყანა: რუსეთი
წელი: 2011
ჟანრი: დოკუმენტური
რეჟისორი: National Geographic
როლებში: John Varty

მოკლე აღწერა: ინდოეთის შუაგულში ვეფხვების იშვიათი დინასტია გადაშენების საფრთხის წინაშეა. ვეფხვებს შორის, პირველობისთვის ნამდვილი ბრძოლაა გაჩაღებული. ახალგაზრდა ბენგალური მდედრი ვეფხვი, ჩრდილოეთ ინდოეთის რანტამბორის ნაციონალურ პარკში, დილით სანადიროდ ადრიანად გამოდის. ის ორ ნახევარი წლის არის და თავისი მკვლელის ინსტიქტების მოსინჯვას იწყებს. უკვე ის ნახევარი წელია დამოუკიდებლად ნადირობს. მას შემდეგ, რაც ის პოტენციურ მსხვერპლს იპოვის, სდილობს გონივრულად და მწყობრად იმოქმედოს, სხვაგვარად სანუკვარ მიზანს ვერ მიაღწევს. მაგრამ,ჯერჯერობით მას გამოცდილება არ ჰყოფნის, ამიტომაც შესძლო ირემმა მისგან თავდაღწევა...
ჩართვა
ნაციონალ გეოგრაფიკი. ველური სამყაროს მოულოდნელობები / National Geographic. World's Wildest Encounters (2008)
ნაციონალ გეოგრაფიკი. ველური სამყაროს მოულოდნელობები / National Geographic. World's Wildest Encounters (2008)
ნაყურებია 1 686
ქვეყანა: აშშ
წელი: 2008
ჟანრი: დოკუმენტური
რეჟისორი: ანდრეას კიელინგი
როლებში: -

მოკლე აღწერა: ჩვენი პლანეტის სხვადასხვა კუთხეში, ფლორისა და ფაუნის მრავალფეროვნებას, აღტაცებაში მოჰყავს ყველაზე გამოცდილი ნატურალისტიც კი. ყოველ ახალ ადგილს, სულ უფრო გასაოცარი სახეობები გვხვდება, რომლებიც იშვიათ ცხოველთა რიცხვს მიეკუთვნება. ტელედოკუმენტალისტმა, ანდრეას კიელინგმა გადაწყვიტა, ფილმო გადაეღო გადაშენების გზაზე მყოფ ველური სამყროს იშვიათ წარმომადგენლებზე და ამ მიზნით მრავალ ქვეყანაში იმოგზაურა. მისი ეკრანის ქვეშ მოხვდა, ცხოველთა სამეფოს ყველაზე საოცარი და ნაკლებად ცნობილი წარმომადგენლები...
ჩართვა
ველური სკანდინავია / Nordic Wild (2011)
ველური სკანდინავია / Nordic Wild (2011)
ნაყურებია 1 219
ქვეყანა: გერმანია
წელი: 2011
ჟანრი: დოკუმენტირი
რეჟისორი: National Geographic
როლებში: -

მოკლე აღწერა: სკანდინავიაში მრავალთვიანი ზამთარია. ყველაფერი ყინულებითაა ჩახერგილი და ირგვლივ ძლიერი არქტიკული ქარი ქრის. ბოლოს ზამთარი ნელ-ნელა იწყებს პოზიციების დათმობას. დღეები უფრო გრძელდება და უფრო მეტი სითბო მიწას თანდათანობით გამოაჩენს. თვალწინ იშლება სრულიად ახალი სამყარო. მაგრამ, ეს დრო ძალიან სწრაფად სრულდება და ამ მიწაზე თავიდან იწყება გადარჩენისათვის მძაფრი ბრძოლა...
ჩართვა
აღმოჩენა: სრულყოფილი კატასტროფა / Discovery: Perfect (2006)
აღმოჩენა: სრულყოფილი კატასტროფა / Discovery: Perfect (2006)
ნაყურებია 1 311
ქვეყანა: აშშ
წელი: 2006
ჟანრი: დოკუმენტური
რეჟისორი: ჰარეტედვარდსი
როლებში: -

მოკლე აღწერა: როცა ჩვენ სრულყოფილ (იდეალურ) კატასტროფაზე ვსაუბრობთ, ცხადია, ამას არ ვგულისხმობთ პოზიტიური გაგებით. უბრალოდ, სპეციალიცტები ბუნებრივ კატაკლიზმებს უწოდებენ ასე, რასაც თან მოჰყვება ერთდროული ზარალის ყველა შესაბამისი პირობა. საბოლოო ჯამში, ეს ფატალური კომბინაცია არ არის ბუნების ძალების მიერ უბრალოდ გამოწვეული ტრაგედია და შიში. მოცემული კატეგორიის ყველა სტიქიურ უბედურებას, ნგრევისა და მსხვერპლის თავისი უზარმაზარი შედეგები გააჩნია, რომლის გათანაბრებაც ბუნების რიგით კაპრიზებთან შეუძლებელია. ამის მაგალითად, 2004 წლის ტაილანდს თავსდამტყდარი ცუნამები და 2005 წელს, ახალ ორლეანში შემოჭრილი ქარიშხალიც საკმარისია, რომ არაფერი ვთქვათ ოკანის წყლების...
ჩართვა
ბობოქარი სამყაროები / Storm Worlds (2010)
ბობოქარი სამყაროები / Storm Worlds (2010)
ნაყურებია 1 437
ქვეყანა: აშშ
წელი: 2010
ჟანრი: დოკუმენტური
რეჟისორი: National Geographic
როლებში: -

მოკლე აღწერა: ქარიშხლებს, ტაიფუნებს, გრიგალებს უდიდესი ზარალი და დანაკარგი მოაქვს საზოგადოებისთვის მსოფლიოში. ამ სტიქიების წყალობით, წელიწადში 12 000 ადამიანი იღუპება. დედამიწაზე არის ისეთი ადგილები, სადაც ბუნება თავისი უარყოფითი ნიშნით, უზარმაზარ მასშტაბებს აღწევს. კოსმოსური ქარიშხლები, თითქოს ჩვენთვის ნაცნობი თემაა, მაგრამ მათ სიდიდესა და სიმძლავრეს ვერაფერს შეადარებ. რაც უფრო ვშორდებით პლანეტა დედამიწას, ამინდი მით უფრო უარესდება. მაგალითად, იუპიტერზე ქარიშხლები საუკუნეებით გრძელდება. პლანეტა ურანზე ტემპერატურა ნულს ქვემოთ არის. ჩვენ კარგად ვიცით ულმობელი ბუნების უარყოფითი ძალა, მას შეუძლია თვალის დახამხამებაში გაგვანადგუროს!..
ჩართვა
იზოლაციაში / Lockdown (2007)
იზოლაციაში / Lockdown (2007)
ნაყურებია 1 407
ქვეყანა: აშშ
წელი: 2007
ჟანრი: დოკუმენტური
რეჟისორი: დევიდ როს სმითი
როლებში: როდ ჰიუსთონი, ერიკ სალაზარი

მოკლე აღწერა: აირონვუდის გამოსასწორებელი დაწესებულება უდაბნოშია განთავსებული. როცა შფოთი და არეულობა იწყება, ციხის კედლებში გამომწყვდეული პატიმრები რთული არჩევანის წინაშე დგანან...
ჩართვა
ყველაზე საშიში ცხოველები / World's deadliest animals (2007)
ყველაზე საშიში ცხოველები / World's deadliest animals (2007)
ნაყურებია 1 386
ქვეყანა: აშშ
წელი: 2007
ჟანრი: დოკუმრნტური
რეჟისორი: -
როლებში: -

მოკლე აღწერა: მტაცებელ ცხოველთა ამ დოკუმენტურ ციკლში საუბარია ადამიანის სიცოცხლისთვის პოტენციურად საშიში მხეცების შესახებ. ისინი გეოგრაფიული პრინციპის მიხედვით იყოფიან. აქ გვიჩვენებენ არა მარტო, საყოველთაოდ ცნობილ მტაცებელ ცხოველებს, არამედ ეგზოტიკურ მოლუსკებს, თევზებსა და მწერებს. თქვენ იხილავთ მათ მიერ ადამიანებზე განხორციელებული თავდასხმების შედეგებს და შემოგთავაზებენ დაზარალებულისთვის გასაწევი დახმარების რეკომენდაციებს...
ჩართვა
რეი მირსის ველური დასავლეთი / How the Wild West was Won with Ray Mears (2014)
რეი მირსის ველური დასავლეთი / How the Wild West was Won with Ray Mears (2014)
ნაყურებია 1 219
ქვეყანა: დიდი ბრიტანეთი
წელი: 2014
ჟანრი: დოკუმენტური
რეჟისორი: ფილ კოლესი
როლებში: -

მოკლე აღწერა: რეი მირსი, ცნობილი ბრიტანელი მწერალი და მოგზაური სხვა მოგზაურებთან და ექსპერტებთან ერთად გაემგზავრა ჩრდილოეთ ამერიკაში. მას სურს მოგვითხროს, თუ რა სახით ყალიბდებოდა მთლიანად ველური დასავლეთი მრავალფეროვანი ლანდშაფტი. ის პირველად აპალაჩებისა და სერ-ნევადის მთებს ეწვევა...
ჩართვა
სიმართლის უკან / The Truth Behind (2011)
სიმართლის უკან / The Truth Behind (2011)
ნაყურებია 1 255
ქვეყანა: აშშ
წელი: 2011
ჟანრი: დოკუმენტური
რეჟისორი: სთივ ბეიკერი, ნიკოლას მაგნუსი, მაიკ ვაიფერი
როლებში:

მოკლე აღწერა: ჩვენს ირგვლივ მიმდინარე მისტიური მოვლენების შესახებ კითხვები, სამეცნიერო წრეებსა და საზოგადოებაში არ ცხრება. საბლოო ჯამში, თავს იყრის ერთმანეთზე ფანტასტური უამრავი დაუჯერებელი აზრი. National Geographic -მა გადაწყვიტა თავი მოუყაროს ბოლო დროინდელ ცნობილ აღმოჩენებსა და გახმაურებულ მასალებს: საფრთხობელა ლოხ-ნესის ტბიდან, უცნაურად გაუჩინარებულ ატლანტიდა, ბროლის კუები უძველესი სამარხიდან და ჩვენს პლანეტაზე მიმდინარე მრავალ შემთხვევას. მეცნიერების სხვადასხვა დარგების წარმომადგენლები, საკუთარ აზრს გადმოგვცემენ ამ საკითხებთან დაკავშირებით. ყველა მატერიალური მასალის ასახსნელად, ისინი თანამედროვე ტექნოლოგიებს გამოიყენებენ...
ჩართვა
მკვლელად შექმნილი / Built for the Kill (2008)
მკვლელად შექმნილი / Built for the Kill (2008)
ნაყურებია 1 133
ქვეყანა: აშშ
წელი: 2008
ჟანრი: დოკუმენტური
რეჟისორი: -
როლებში: -

მოკლე აღწერა: ვერაფერს იზამ, ბუნების კანონები ასეთია. ბევრ ცხოველს უწევს სიკვდილი სხვა ცხოველი რომ დააპუროს. ეს უნიკალური სერიალი, მნახველს აძლევს იმის საშუალებას, რომ სხვადასხვა სახის მტაცებლები იხილოს, რომლებიც ჩვენს პლანეტაზე არსებობენ. ოკეანეში სისხლს მოწყურებული ზვიგენები, ჯუნგლების დიდი კატები, ჭაობების მტაცებელი ყვავილები, ბაღის ობობები, ამათ ყველას სიცოცხლე სურთ, ოღონდ სხვისი სიკვდილის ხარჯზე...
ჩართვა
მსოფლიოს უცნაური / World's Weirdest (2013)
მსოფლიოს უცნაური / World's Weirdest (2013)
ნაყურებია 1 106
ქვეყანა: აშშ
წელი: 2013
ჟანრი: დოკუმენტური
რეჟისორი: ნიკ პატერსონი
როლებში: -

მოკლე აღწერა: მილიარდობით წლების ევოლუციის მანძილზე, ერთ მილონზე მეტმა ცხოველთა სახეობამ, ძალიან საოცარი სამყარო შექმნა. მათ შორის, ზოგიერთები კი - სხეულის რაღაც უცნაური ნაწილებით... თქვენ გელით, ოკეანის სიღრმიდან მოგზაურობა უდაბნოებისა და ტროპიკული ტყეების გავლით, რათა იხილოთ და აღმოაჩინოთ ჩვენს პლანეტაზე მობინადრე ყველაზე უცნაური და შოკის მომგვრელი არსებების ევოლუციური უპირატესობა სხვა დანარჩენთან შედარებით...
ჩართვა
ველური შოტლანდია: ჩრდილოეთ ირლანდია / Wild Scotland: The Western Isles (2013)
ველური შოტლანდია: ჩრდილოეთ ირლანდია / Wild Scotland: The Western Isles (2013)
ნაყურებია 1 235
ქვეყანა: დიდი ბრიტანეთი
წელი: 2013
ჟანრი: დოკუმენტური
რეჟისორი: ნაიჯელ პოული
როლებში: -

მოკლე აღწერა: ამ ველურ სამყაროში საოცარი სიცოცხლე ჩქეფს. ექსტრემალური კლიმატი დამატებით სილამაზეს ჰფენს ამ კუნძულებზე მობინადრეთა სიცოცხლეს. აქ თავმოყრილია ცხოველთა და მცენარეთა სხვადასხვა სახეობები. დოკუმენტური ციკლის ავტორები გვაწოდებენ დაუჯერებელ ისტორიას აქ მობინადრეთა სიცოცხლის პირველი დღეებიდან დაწყებული ბოლო დღეებით დამთავრებული...
ჩართვა
BBC.აფრიკა / BBC: Africa (2013)
BBC.აფრიკა / BBC: Africa (2013)
ნაყურებია 1 694
ქვეყანა: დიდი ბრიტანეთი
წელი: 2013
ჟანრი: დოკუმენტური
რეჟისორი: კატრინა ბარტლამი
როლებში: დევიდ ათენბორო
IMDB: 9.3

მოკლე აღწერა: ეს ახალი ლანდშაფტისა და ველური ბუნების ცოცხალი ქმნილებები გვანახებენ ჯერ არნახულ მთებსა და ოაზისებს, ვულკანებსა და მდინარეებს, მყინვარებსა და აფრიკის ჯუნგლებს, რომლებიც დასახლებულია საოცარი ცხოველებით, ქვეწარმავლებით, თევზებითა და მწერებით.თქვენ გელოდებათ ამოუცნობი ბუნების ულამაზესი ხედები...
ჩართვა
საჰარა მაიკლ პეილინთან ერთად / Sahara with Michael Palin (2002)
საჰარა მაიკლ პეილინთან ერთად / Sahara with Michael Palin (2002)
ნაყურებია 1 294
რუსულად
სერიალი
ქვეყანა: დიდი ბრიტანეთი
წელი: 2002
ჟანრი: დოკუმენტური
რეჟისორი: როჯერ მილსი, ჯონ-პოლ დევიდსონი
როლებში: მაიკლ პეილინი

მოკლე აღწერა: ბრიტანეთიდან გასული გადამღები ჯგუფი 99 დღის მანძილზე 16 ათას კილომეტრს გაივლის და 10 ქვეყანაში იმოგზაურებს. მაიკლ პეილინი, ამ ქვეყნების ადგილობრივმოსახლეობას ხვდება. ისინი მას მოუთხრობენ თავიანთი ქვეყნებისა და ტრადიციების შესახებ. მაიკლი ეგზოტიკურ ადგილებსა და ღირსშესანიშნაობებს ათვალიერებს. მისი გზა იწყება და სრულდება გიბლატარში...
ჩართვა
საუკეთესო მარკის ავტომობილები / Top Marques (2006)
საუკეთესო მარკის ავტომობილები / Top Marques (2006)
ნაყურებია 1 158
ქვეყანა: აშშ
წელი: 2006
ჟანრი: დოკუმენტური
რეჟისორი: Discovery
როლებში:

მოკლე აღწერა: სერიალში წარმოდგენილია ყველაზე მასშტაბური და რეინტიგული ავტოსალონის Top Marques-ის ავტოები. ყოველი სერიალი ეძღვნება გარკვეულ ცნობილ მარკას. მოთხრობილია მწარმოებელი კომპანიის ისტორია. წარმოდგენილია სულ პირველად შექმნილი ეგზემპლიარები და ყველა გამოშვებული მოდელი. ესენია:
ლამბორგინი, მაზერატი, ფლქსვაგენი, იაგუარი, სთუდებექერი, ვოლვო, ბუგატი და ასთონ მარტინი...
ჩართვა
მზვერავები / Prospectors (2013)
მზვერავები / Prospectors (2013)
ნაყურებია 1 303
ქვეყანა: აშშ
წელი: 2013
ჟანრი: დოკუმენტური
რეჟისორი: nacional geographic
როლებში:

მოკლე აღწერა: ლამაზია მთები, მაგრამ ამვდროულად საშიშიც არის. აშშ-ში, კოლორადოს შტატში, ანტეროს მთებია განფენილი, რომელიც თავის წიაღში ძვირფას ქვებს ინახავს. მაგრამ მის მოსაპოვებლად მე-19 საუკუნის მუშებს ბუნებრივი კატაკლიზმების გადალახვა უწევდათ და მძიმე ფიზიკური შრომით, ფაქტიურად მხოლოდ ძალაყინითა და შიშველი ხელებით უწევდათ თავისთვის სასურველი სიმდიდრის მოპოვება. ამ 4000 მეტრიან სიმაღლეზე, სიურპრიზები საკმაოდაა: მეწყერი, გათხევადებული ჰაერი, ქარიშხლები და ა.შ. ამას ზედ ემატებოდა კრიმინალთა სამყარო, რომლებიც მთებიდან ჩამოსულთ ელოდებოდნენ გასაძარცვად... დოკუმენტალისტების ჯგუფი, გვთავაზობს ამ ბუნებრივი სიმდიდრის, მე-19 ს-ში მოპოვების დუბლაჟს და გვიჩვენებს, თუ რა რთული იყო ამ საქმის შესრულება...
ჩართვა
მზის ამოსვლა დედამიწაზე / Hi-Definition Theatre: Sunrise Earth (2004)
მზის ამოსვლა დედამიწაზე / Hi-Definition Theatre: Sunrise Earth (2004)
ნაყურებია 1 384
ქვეყანა: აშშ
წელი: 2004
ჟანრი: დოკუმენტური
რეჟისორი: დევიდ კონოვერი
როლებში: -

მოკლე აღწერა: მზის ამოსვლა (აისი, განთიადი, რიჟრაჟი, ცისკარი) ერთგვარი ბუნებრივი მაღვიძარაა: მთებისთვის, ტყეებისთვის, ზღვებისთვის და იმ მილიონობით ქმნილებებისთვის, რომლებიც დედამიწაზე ცხოვრობენ. იხილეთ სამყაროს ეს საოცრება, მზის ამოსვლა, იმოგზაურეთ ჩვენს პლანეტაზე განთიადისას და დატკბით კოსმოსის ამ იდუმალებით მოსილი ბუნების ტკბილი სიმღერის ჰანგებით...
ჩართვა
ნადირობა მონადირეზე / Hunted Hunter (2005)
ნადირობა მონადირეზე / Hunted Hunter (2005)
ნაყურებია 1 723
ქვეყანა: აშშ
წელი: 2005
ჟანრი: დოკუმენტური
რეჟისორი: National Geographic
როლებში: -

მოკლე აღწერა: ველურ ბუნებაში თავისი კანონები მოქმედებს და სამწუხაროდ, ეს ადამიანს არც ისე კარგად, ან საერთოდ არ ესმის. ამ დოკუმენტური ფილმის ყოველ სერიაში, წარმოდგენილია "ბოროტმოქმედი", მსხვერპლი და დანაშაულის მხილველები. საქმეს ის ართულებს, რომ ამ დამნაშავეებს სამართალში ვერ მისცემ, რადგანაც აქ მსხვერპლი გამოდის უმეტესწილად უნებლიე დამნაშავედ, რადგანაც ის ბუნების კანონებს არღვევს. აქ, თქვენ იხილავთ ხმელეთისა და ზღვის მტაცებელთა ადამიანებზე თავდასხმის საშინელ კადრებს, რომლებიც უმეტესწილად ტრაგედიით დასრულდა...
ჩართვა
უკაცრიელ ადგილებში სირბილი ბერ გრილსომთან ერთად / Running Wild with Bear Grylls (2014)
უკაცრიელ ადგილებში სირბილი ბერ გრილსომთან ერთად / Running Wild with Bear Grylls (2014)
ნაყურებია 1 299
ქვეყანა: აშშ
წელი: 2014
ჟანრი: დოკუმენტური
რეჟისორი: პოლ მანგეიმი
როლებში: ზაკ ეფრონი, ბენ სტილერი, ჩენინგ ტეიტუმი, თომ არნოლდი...
IMDB: 8.3

მოკლე აღწერა: ექსტრიმის ყველა მოყვარულმა კარგად იცის, თუ ვინ არის ბერ გრილსომი! ამ უდარდელმა ბიჭმა, უკვე კარგა ხანია ბევრის გადატანა მოასწრო და ყველაზე ექსტრემალურ სიტუაციებში, "გადარჩენის" პირველი კლასის სპეციალისტი გახდა. ამჯერად, ის უხელმძღვანელებს გუნდს, რომელშიც არიან ადრენალინის, სულელური და გიჟური თავგადასავლების მოყვარულები. ეს ჯგუფი თავგადასავლების საძიებლად მიემგზავრება აშშ-ს ყველაზე ველურ, უკაცრიელ და გაუვალ ადგილებში, სადაც უმამაცესი მოგზაურებიც კი ვერ ბედავენ შესვლას. გარკვეული დროით, მათ აქ მოუწევთ სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე ცხოვრება... ამასთან ერთად, აქ თქვენ იხილავთ ისეთ ბუნებას, რომელიც ჯერ კიდევ შემორჩენილია თავისი პირვანდელი და დამოუკიდებელი სახით...
ჩართვა
მზის ქარბუქები / Solar Storms (2012)
მზის ქარბუქები / Solar Storms (2012)
ნაყურებია 1 130
ქვეყანა: დიდი ბრიტანეთი
წელი: 2012
ჟანრი: დოკუმენტური
რეჟისორი: ბენ ფოქსი
როლებში: -

მოკლე აღწერა: სამყაროში მილიარდობით ვარსკვლავია, ოღონდ მხოლოდ ერთი ვარსკვლავი დომინირებს ჩვენს კოსმოსურ სივრცეში - ეს მზეა. ის იმდენად დიდია, რომ მილიონ ჩვენნაირ დედამიწას დაიტევს საკუთარ თავში. ის იმდენად ძლიერია, რომ ყოველ წამს მისი შუაგულიდან კოსმოსურ სივრცეში, მილიარდობით მეგატონ წყალბადის ბომბებს გაისვრის...
ჩართვა
სამყარო: მზის სისტემის 7 სასწაული / Universe: 7 Wonders of the Solar System (2010)
სამყარო: მზის სისტემის 7 სასწაული / Universe: 7 Wonders of the Solar System (2010)
ნაყურებია 1 208
ქვეყანა: აშშ
წელი: 2010
ჟანრი: დოკუმენტური
რეჟისორი: ლაურა ვერკლანი
როლებში:

მოკლე აღწერა: ჩვენ ვიმყოფებით ეპოქის საუკეთესო აღმოჩენების შუაგულში. ოცდამეერთე საუკუნის კოსმოსური ხომალდები და ფალსიპიცირებული ტექნოლოგიები ახდენენ დიდ რისკს, ყოველდღიურად რუკაზე აუღნიშნელ ტერიტორიებზე და უმეტეს წილად უჩვეულო ფენომენი მოქმედებს სწორად ჩვენს კოსმიურ უკანა მხარეზე. მიიღე მასტიმულირებელი, უპრეცედენტო 3D ტური მზის სისტემის შვიდ ყველაზე გამაოგნებელ სასწაულებზე, დაიწყე მოგზაურობა Enceladus- თი, სატურნის ერთერთ შორეულ მთვარეზე, სადაც ყინულის გეიზერები (ცხელი შადრევანი) გადმოიფრქვევა მისი ზედაპირიდან. შემდგომი სპეკულაციაა სატურნის ბეჭდები, რომლებიც შედგება მთის მწკრივებისგან და მეტოქეობას უცევს ალპებს; ჩაყვინთვა იუპიტერის უდიდეს წითელ ლაქაში, თვალი რომელიცაა უდიდესი შტორმის მზის სისტემასში; აფრიალება ასტეროიდის სარტყელზე, კეთდება მილიონობით საცობი რომელიც წარმოიქმნება მზის სისტემიდან; გადასვლა მთა ოლომპოზე, მარსზეა უდიდესი ვულკანი დასახლებული; გქონდეს ახლო შეჯახება ცხელი მზის ზედაპირთან; და მოგზაურობას ამთავრებ ჩვენი საკუთარი მშობლიორი დედამიწის აფეთქებით ...
ჩართვა
რამდენად შეუძლია მას მიიღოს? / How Big Can It Get? (2011)
რამდენად შეუძლია მას მიიღოს? / How Big Can It Get? (2011)
ნაყურებია 1 291
ქვეყანა: აშშ
წელი: 2011
ჟანრი: დოკუმენტური
რეჟისორი: მეთ კრისთენსენი
როლებში: -

მოკლე აღწერა: National Geographic გვთავაზობს დოკუმენტურ სერიალს ცხოველთა სამყაროს უდიდწს წარმომადგენლენზე: 200 ფუნტიანი მბრდღვინავი კომოდის დრაკონი; იმდენად დიდი პითონები, რომ მზად არიან მსხვერპლი მთლიანად შთანთქონ; შემაშფოთებელი ნიანგები, რომელთა სიგრძე 25 ფუნტს აღწევს. ეს ცხოველები ექსპერტების ხელშიც კი სახიფათო მტაცებლები არიან. რა ხდება მაშინ, როცა ასეთი მტაცებლები ადამიანის ხორცის გემოს გასინჯავენ?..
ჩართვა
საიდუმლო 360 / Mystery 360 (2009)
საიდუმლო 360 / Mystery 360 (2009)
ნაყურებია 1 151
ქვეყანა: აშშ
წელი: 2009
ჟანრი: დოკუმენტური
რეჟისორი: კრისტოფერ ლოფეტი
როლებში: -

მოკლე აღწერა: National Gepgraphic -ის მომზადებულ ამ დოკუმენტურ მასალაში წარმოდფენილია ჩვენს დროში არსებული ყველაზე უცნაური მოვლენების შემეცნებითი ისტორიები. მათზე ლეგენდები დადის და ადამიანებს გაუჩნდათ შეკითხვები, ეს ადრე არსებობდა, თუ დღევანდელ სინამდვილეშიც არის?
და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ყველაფერი ეს, როგორც კანონზომიერი მოვლენა ისე ხდება. ამის მატერიალური მტკიცებულებებიც არსებობს და თვითმხილველებიც. და ეს სულაც არ არის ვინმეს ნაბოდვარი, ან ფანტაზიის ნაყოფი. ეს პროცესები, მრავალჯერ ხდება
დედამიწის სხვადასხვა მხარეში, სადაც სხვადასხვა ადამიანები ცხოვრობენ. საინტერესოა, ჩვენს ირგვლივ მიმდინარე "რა საიდუმლოებებზეა" საუბარი?..
ჩართვა
ოკეანის ბუმბერაზები / Ocean Giants (2011)
ოკეანის ბუმბერაზები / Ocean Giants (2011)
ნაყურებია 1 549
ქვეყანა: დიდი ბრიტანეთი
წელი: 2011
ჟანრი: დოკუმენტური
რეჟისორი: ინგრიდ ქვალე, ანუშკა შეფილდი, ელენ ჰუსეინი
როლებში: სთივენ ფრაი, დაგ ალენი, ენდრიუ არმორი, ვერა და სილვა, ჯიმ დარლინგი, აშა დე ვოზი, ჯონ დურბანი...

მოკლე აღწერა: წყალქვეშა სამყაროში ვეშაპები და დელფინები განსაკუთრებული ცხოვრების წესს ექვემდებარებიან. მათი სამყარო სრულიად განსხვავებულია ჩვენი სამყაროსგან და ახლა გვეძლევა იმის საშუალება, რომ ვიხილოთ, თუ როგორ ცხოვრობენ ისინი. ცისფერი ვეშაპი ყველაზე დიდი ცხოველია ჩვენს პლანეტაზე. ეს გიგანტი ცხოველი უხსოვარი დროიდან დედამიწაზე ცხოვრობდა თავის გონებამახვილ მეგობარ დელფინებთან ერთად...
ჩართვა
მდინარეები და ცხოვრება / Rivers and Life (2009)
მდინარეები და ცხოვრება / Rivers and Life (2009)
ნაყურებია 1 207
ქვეყანა: აშშ
წელი: 2009
ჟანრი: დოკუმენტური
რეჟისორი: National Geographic
როლებში:

მოკლე აღწერა: ადამიანი უძველესი დროიდანვე მდინარეებისა და ზღვების სიახლოვეს დასახლდა, რადგანაც ისინი იყვნენ მისთვის აუცილებელი სასიცოცხლო ძალები. წყალი ყოველთვის გადამწყვეტ როლს ასრულებდა ადამიანის ყოფიერებაში. ამის დასამტკიცებლად, საკმარისია უბრალოდ შევხედოთ მსოფლიო რუკას და დავინახავთ, რომ უძველესი ქალაქების უმეტესი ნაწილი, მდინარეების სანაპიროებზეა აშენებული.
National Geographic - მა გადაწყვიტა გვიჩვენოს, თუ როგორ ვითარდებოდა ცხოვრება მსოფლიოს უდიდესი მდინარეების აუზში და ზოგჯერ, თუ რა დამღუპველი, დესტრუქციული შედეგები მოჰყვებოდა ამას. თავად ადამიანი კი, მიუხედავად ამისა, დიდად არის დავალებული წყლის სასიცოცხლო რესურსებისგან. ჩვენ ხომ ხშირად ვაყენებთ მათ ეკოლოგიურ კატასტროფას, რითაც ჩვენს სიცოცხლესა და მომავალს ვღუპავთ...
ჩართვა
სამეფო იუველირები / The Royal Jewellers (2007)
სამეფო იუველირები / The Royal Jewellers (2007)
ნაყურებია 1 302
ქვეყანა: ავსტრალია
წელი: 2007
ჟანრი: დოკუმენტური
რეჟისორი: კოსტას მეტაკსასი
როლებში:

მოკლე აღწერა: საიუველირო შედევრების სილამაზეს და ბრწყინვალებას სიტყვით ვერ გადმოსცემ. ისინი მხოლოდ უნდა დაინახო და აღფრთოვანდე. ეს ქმნილებები, ძვირფასი ლითონების, ქვებისა და შემოქმედი ოსტატების მხატვრული ნიჭიერებისა და გემოვნების კომბინაციაა.
მაგრამ ეს არ არის საკმარისი, რადგან ძვირად ღირებული სამკაულები, ოქრომჭედელ ოსტატთან ერთად, წარმოადგენენ ამა თუ იმ ეპოქის, კულტურულ და ესთეტიკურ კომპონენტებს. ეს ავსტრალიური დოკუმენტური სერიალი იმის საშუალებას გვაძლევს, რომ შევიხედოთ მშვენიერი და ბრწყინვალე ქმნილებების სამყაროში და ასრვე გავეცნოთ, ამ შედევრების 20 ცნობილ ავტორს...
ჩართვა
დემონტაჟი / Deconstruction / Демонтаж (2012)
დემონტაჟი / Deconstruction / Демонтаж (2012)
ნაყურებია 1 198
ქვეყანა: აშშ
წელი: 2012
ჟანრი: დოკუმენტური
რეჟისორი: Discovery Channel
როლებში:

მოკლე აღწერა: უბრალაო ადამიანზე რომ არაფერი ვთქვათ, თანამედროვე სამშენებლო მასალების ასორტიმენტმა და შემადგენლობამ, შეიძლება ჩიხში შეიყვანოს ამ დარგის გამოცდილი სპეციალისტიც კი. ამ საკითხს რომ დღის ნათელი მოჰფინოს, ამიტომ, ტელეარხმა Discovery -მა შექმნა დოკუმენტური სერიალი "დემონტაჟი."
პროგრამის წამყვანი, მეთ ბლოშოუ აგვიხსნის ამა თუ იმ სამშენებლო მასალის შექმნის პროცედურას, მათი გამოყენების სფეროს და რაც მთავარია, შეაფასებს მათ ხარისხსა და გამძლეობას...
ჩართვა
ეკვატორი / Equator / Экватор (2006)
ეკვატორი / Equator / Экватор (2006)
ნაყურებია 1 381
ქვეყანა: ახალი ზელნდია
წელი: 2006
ჟანრი: დოკუმენტური
რეჟისორი: მარკ ფერნსი
როლებში: პიტერჰეიდენი
IMDB: 8.2

მოკლე აღწერა: ეკვატორი მხოლოდ რუკაზე ან გლობუსზე აღნიშნულ გეოგრაფიულ ხაზს არ წარმოადგენს, რომელიც დედამიწის ჩრდილო და სამხრეთ ნახევარ სფეროს ჰყოფს ერთმანეთისგან. აქ ყველაზე აქტიურად ანათებს მზე, რის წყალობითაც მდიდარი ტყეები იზრდება, რომლებიც ჩვენი პლანეტის ფილტვებს წარმოადგენენ.
აქ განიცადა ფორმირება გასაოცარმა ფლორამ და ფაუნამ მრავალი სახეობებით, რომლებიც ახლა პლანეტის სხვადასხვა ადგილებში არსებობენ: ევროპაში, აფრიკასა და ამერიკაში. დედამიწის ნულოვანი განედიდან ათვლით, ეკვატორი ორმოცი ათასი კილომეტრია. ის გადაკვეთს 14 ქვეყანასა და სამ ოკეანეს...
ჩართვა
სუპერადამიანის გამოაშკარავება / Superhuman Showdown (2012)
სუპერადამიანის გამოაშკარავება / Superhuman Showdown (2012)
ნაყურებია 1 228
ქვეყანა: აშშ
წელი: 2012
ჟანრი: დოკუმენტური
რეჟისორი: Discovery
როლებში:

მოკლე აღწერა: Discovery-ის სატელევიზიო არხზე შეიქმნა დოკუმენტური ფილმი, რომელიც ეძღვნება ადამიანების საგანგებო შესაძლებლობებს. სინამდვილეში, განსაკუთრებული შესაძლებლობების ადამიანები მრავლად არიან, მაგრამ შეუმჩნეველნი რჩებიან. ეს იმის გამოა ასე, რომ ისინი შესამჩნევი ხდებიან მხოლოდ მაშინ, როცა საკუთარი მონაცემების დემონსტრირებას ახდენენ საზოგადოების წინაშე. ფილმის შემქმნელებმა ასეთი ადამიანების ძებნა დაიწყეს და პროექტში ჩასვეს: სპორტული მედიცინის, ნეიროქირურგიული მედიცინისა და საერთო ქირურგიის წარმომადგენლები, ასევე სხვადასხვა მეცნიერებათა წარმომადგენლებიც. ისინი შეეცდებიან ანალიზი გაუკეთონ და შეაფასონ ამ პროგრამაში მონაწილე ყველა გმირის ქმედებებს და ასე გამოავლინონ ხუთ კატეგორიაში გამარჯვებულნი...
ჩართვა
HD გაქცევები / HD Getaways (2004)
HD გაქცევები / HD Getaways (2004)
ნაყურებია 1 262
ქვეყანა: აშშ
წელი: 2004
ჟანრი: დოკუმენტური
რეჟისორი: ჯეიმს კოქსი
როლებში: მაქს რაფაელი

მოკლე აღწერა: მაყურებელი ამ დოკუმენტურ სერიალში იხილავს სამოთხისებურ ადგილებს, სადაც დასვენებისა და დროსტარების მძლავრი სურვილი შეგიპყრობთ. აქ ნახავთ: აფრიკულ კუნძულებს, ჩრდილო-დასავლეთ ამერიკის სანაპიროებს, წყნარი ოკეანის ველურ ფანტასტიურ კუნძულებს და ინდოეთის ოკეანის პრემიუმ-კურორტებს. ასევე, მსოფლიოს საუკეთესი პლაჟებს და ა.შ..